Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით

მარშალ პრესი 04/08/2025
tea tsulukiani1

ჩვენი დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების ამ ოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, – ამის შესახებ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომლის გაცნობის შემდეგაც, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ნათელი გახდება, თუ როგორი ვითარება იყო საქართველოში, ვინაიდან, დასკვნაში ფაქტებია მოცემული და არამხოლოდ კომისიის შეფასებები.

“ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც, როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები გაეცნობიან მას, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტები როგორი იყო და არა რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები მხოლოდ. აქ არის, ასე ვიტყოდი, ქრონოლოგიურად, ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაციები ერთ დოკუმენტში თავმოყრილი, რაც საკუთრივ მხოლოდ ამიტომ არის ამ დოკუმენტის ღირებულება.
მოცემული დოკუმენტი, ასევე, იმედი მაქვს, გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე, შესაბამის სასამართლოებს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის,რ ომ ნამდვილი ანალიზი, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, სხვათა შორის, არსებობს და გაძლიერება სჭირდებათ, ეს მასალა ასევე გამოადგებათ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება.

Continue Reading

Previous: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო – ირაკლი კობახიძე
Next: საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომ გახდება სახელმძღვანელო მომავალი თაობებისთვის თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025