Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებზე მეოცნებე ქართული ოპოზიცია იმ უგუნურ პატარა ბიჭუნას მაგონებს, უფალს რომ სთხოვა: “ღმერთო, მინდა რომ ყოველდღე – დაბადების დღე მქონდეს”

მარშალ პრესი 04/08/2025
david kartvelishvili

„ვივამედიდან კვარტალში ერთხელ ხმის ამომღები ბელადი ორმოში ჩავარდნილ იმ ოსს მაგონებს, ყოველ ჯერზე იქიდან ამოძრომას უშედეგოდ რომ ცდილობს, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის: “აი, ერთხელაც ვცდი და მერე სახლში წავალ…“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე ოცნებას აგრძელებს. „ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებზე მეოცნებე ქართული ოპოზიცია იმ უგუნურ პატარა ბიჭუნას მაგონებს, უფალს რომ სთხოვა: “ღმერთო, მინდა რომ ყოველდღე – დაბადების დღე მქონდეს”. სურვილიც აღუსრულდა – ორ თვეში ის დაბერდა და მოკვდა…

ციხეში ხუთ სხვადასხვა საკანში იჯდა ხუთი ნაცი. ერთ-ერთმა გადაწყვიტა – ნაცობა და პოლიტიკა უნდა დავტოვოო. რამდენი ნაცი დარჩა ციხეში? სწორი პასუხი: ხუთი – გადაწყვიტო და დატოვო, ორი სხვადასხვა რამაა… ფსკერზე დაცემული ქართული ოპოზიცია, იმ ნასვამ კაცს მაგონებს – ღამით, განათებულ ბოძთან რაღაცას რომ უშედეგოდ ეძებს და გულშემატკივარი რომ დაინტერესდება: “რასაი შვრებიო” – სახლის გასაღებს ვეძებო, რომ უპასუხებს.

და ნამდვილად გახსოვს, რომ აქ დაკარგეო? არაო – აქედან სადღაც ას მეტროში, პარკში დავკარგეო. მერე აქ რატომ ეძებო? პარკში ბნელაო, აქ კი განათებული… ფსკერისკენ მცოცავი რეიტინგების ფონზე ქართული ოპოზიცია, იმ შერეკილსაც მაგონებს, “სტოლბაზე” რომ უშედეგოდ ძვრება, რადგანაც ფეხები უსრიალებს. გარშემომყოფნი კი ამხნევებენ, გულშემატკივრობენ, რჩევებს აძლევენ (ვინაიდან ქვეყანას ბოძებზე მცოცავები სასიცოცხლოდ სჭირდება): “ტუფლები! ტუფლები გაიხადე და ეგრე უფრო აძვრები!!!”. ის კი განწირული ხმით უყვირის: “ვერა, ვერ გავიხდი!!! იქიდან სხვაგან უნდა წავიდე!!!”… ხოლო ვივამედიდან კვარტალში ერთხელ ხმის ამომღები ბელადი ორმოში ჩავარდნილ იმ ოსს მაგონებს, ყოველ ჯერზე იქიდან ამოძრომას უშედეგოდ რომ ცდილობს, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის: “აი, ერთხელაც ვცდი და მერე სახლში წავალ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: 92 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია
Next: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025