Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას მარტივად გაარკვიონ თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის

მარშალ პრესი 21/06/2022
რატი ბრეგაძე

პროპაგანდისტული ლოზუნგების მომაბეზრებლად ურითმო და დამღლელი ჟღერადობის საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას მარტივად გაარკვიონ თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის, – ამის შესახებ Facebook-ზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.

„დასაწყისისთვის საკმარისი იქნება 3 კითხვა და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი.

რა საბუთები და პროცედურები გვჭირდებოდა და გვჭირდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად?
2003-2012:

მოწვევა შესაბამისი ქვეყნის მოქალაქისგან;
საელჩოში განაცხადის შეტანა;
ვიზის ხანგრძლივი ლოდინი;
პასპორტის რიგში დგომა და შემდგომი
პროცედურები.
2012:

მხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.
რა დამოკიდებულება იყო გამოხატული სახელმწიფოს მხრიდან უზენაეს კანონში-კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული კურსისადმი?

2003-2012:

კონსტიტუციაში არაფერი იყო ნათქვამი
2012:

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.
როგორია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ისტორია?
2003-2012:

არსებობდა მხოლოდ კარგი მეზობლობის, მაგრამ არა წევრობის პერსპექტივა.
2012:

დღეს ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციური კანდიდატი იქნება.
მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა. გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რეინკარნირებული საბჭოთა ბოლშევიკები კი ჟან-მონეობას, რობერტ შუმანობას და საერთოდ პანევროპული მოძრაობის დაარსებასაც კი იბრალებენ. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ არაკეთილმოსურნეს აძლევს ხელს. ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს დროულად უნდა იყოს მხილებული.

საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს. ჩვენი მომავალი ევროპაშია“, – წერს ბრეგაძე.

Continue Reading

Previous: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტზე მიიწვია
Next: დასავლეთს არ აინტერესებს საქართველოში რა რეჟიმი იქნება, მთავარია აქ იყოს მათი ნებისმიერი სურვილის შემსრულებელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025