Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება

მარშალ პრესი 03/08/2025
irakli kobakhidze

შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინის მიერ ერთსქესიანი ქორწინების საკითხის დარეგულირებას შეეხებოდა, შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება.

„ჩვენ ვსაუბრობდით სერიოზულ საფრთხეებზე, რაც ამ თემასთანაა დაკავშირებული. ძალიან აქტიურად წარმოებს პროპაგანდა ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროპაში, ამერიკის კონტინენტზე, მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში. ეს ყველაფერი აისახება პირდაპირ სტატისტიკაზე, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ადმიანის პიროვნულ იდენტობას და ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადებაც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც მაქსიმალურად დავიცავთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება
Next: პრემიერ-მინისტრმა შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.