Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების გადასახადი დაემალა – საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან

მარშალ პრესი 03/08/2025
rati ionatamishvili

ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, – წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, იმდენად დაუდევარი იყოს მამუკა ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა და ამ შემთხვევაში, საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს.

“ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა.

საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება.

თუ ხელშეკრულება დადებულია, არსებობს ეჭვი, რომ ის ან ფიქტიურია, ან ხაზარაძის ოჯახი არ იხდიდა გადასახადებს.

თუმცა, სასამართლოს განაჩენით და ორ საერთაშორისო არბიტრაჟში დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად – ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა.

ალბათ, საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან და გერმანიის საელჩო არანაირ თანხას არ იხდის, ხოლო თავად ელჩი ფიშერი ხაზარაძის კეთილი ნების საფუძველზე ცხოვრობს მდიდრულ აპარტამენტში.

ნებისმიერ შემთხვევაში – სულ რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი ბინას ოპოზიციის ლიდერისგან ქირაობს – უკვე ამორალურია. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ უდიდესი ალბათობით, ყველაფერი კანონის შესაბამისად არ არის.

რაც უნდა იყოს, როგორც ხაზარაძე, ასევე, ელჩი ფიშერი ვალდებულნი არიან ქართული საზოგადოების წინაშე, უმოკლეს ვადებში გააკეთონ განმარტებები მათ ირგვლივ შექმნილ სკანდალთან დაკავშირებით, რადგან ყოველი შემდგომი უპასუხო დღე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს მათ შორის პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით.” – წერს რატი იონათამიშვილი.

Continue Reading

Previous: ეს ადამიანები, აფერხებდნენ ანაკლიის პროექტის განვითარებას, ქვეყანამ დიდი ზარალი მიიღო – ასეთი იყო თაღლითური სქემა და პოლიტიკაშიც იმავე შინაარსით მოქმედებს “ლელოს” ლიდერშიფი
Next: ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025