Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს

მარშალ პრესი 31/07/2025
irakli kobakhidze6
თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მომიტინგეებზე ძალადობას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალოვანების მიმართულებით იყო მტკიცებულებებისა და იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი.
„ძალოვანების მიმართულების ნაწილში იყო მტკიცებულებების პრობლემა, იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და უნდა დავადგინოთ, არიან, თუ არ არიან იდენტიფიცირებადი შესაბამისი პირები. მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ორმაგი სტანდარტებით ნუ ვიმოქმედებთ. სადაც არის პირდაპირი მტკიცებულება იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს. არ არის საჭირო ორმაგი სტანდარტები, ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. საქმეში ჩართული იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა არიან სხვა უწყებები, არსებული ინფორმაციით, ეს პირები იდენტიფიცირებადები არ იყვნენ, თუმცა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები. მე მინდა, ვთხოვო კიდევ ერთხელ საჯაროდაც ყველას, როგორც პროკურატურას, ისე შსს-ს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა სცადონ ეს ყველაფერი. საჯაროდ შემიძლია ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეხება ერთ რამეს – ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით
Next: მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!  გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025