Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში ამოქმედდა დეზინფორმაციის “კრიმინალიზაციის” კანონი, რომლის ფარგლებში დღეს სასამართლოში განიხილება 300-ზე მეტი საქმე, გამონაკლისი არც “ქართუ ჯგუფის” საჩივარია “ტვ პირველის” წინააღმდეგ, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს როგორც ამ საქველმოქმედო ფონდს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს

მარშალ პრესი 30/07/2025
david kartvelishvili

საქართველოში ამოქმედდა დეზინფორმაციის “კრიმინალიზაციის” კანონი, რომლის ფარგლებში დღეს სასამართლოში განიხილება 300-ზე მეტი საქმე. არაა გამონაკლისი არც “ქართუ ჯგუფის” საჩივარი “ტვ პირველის” წინააღმდეგ, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს როგორც ამ საქველმოქმედო ფონდს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, საიდანაც აღნიშნულ ფონდთან ტექნიკური შეხება მხოლოდ უტა ივანიშვილს გააჩნია, ისიც მხოლოდ ერთ-ერთი თანამფლობელის პოზიციიდან, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, არანაირი კომერციული სარგებელი “ქართუ ფონდში” ივანიშვილების ოჯახის რომელიმე წავრს არ გააჩნია და ამას ადვილად დაადგენს სასამართლო. ქართველიშვილის თქმით, სასამართლო ადვილად დაადგენს იმასაც, რომ “ტვ პირველის” დეზინფორმაცია, თითქოს “ქართუ ბანკის” SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა განპირობებულია სწორედ ივანიშვილის გვარის მატარებელ ბენეფიციართან, ცილისწამებაა.

“საქართველოში ამოქმედდა დეზინფორმაციის “კრიმინალიზაციის” კანონი, რომლის ფარგლებში დღეს სასამართლოში განიხილება 300-ზე მეტი საქმე. არაა გამონაკლისი არც “ქართუ ჯგუფის” საჩივარი “ტვ პირველის” წინააღმდეგ, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს როგორც ამ საქველმოქმედო ფონდს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, საიდანაც აღნიშნულ ფონდთან ტექნიკური შეხება მხოლოდ უტა ივანიშვილს გააჩნია, ისიც მხოლოდ ერთ-ერთი თანამფლობელის პოზიციიდან, რომელიც ფონდის საქმიანობაში ერევა მხოლოდ იმ ნაწილში – თუ კონკრეტულად რომელ საქველმოქმედო პროექტზე უნდა განაწილდეს თანხები. არანაირი კომერციული სარგებელი “ქართუ ფონდში” არც უტას, და არც ივანიშვილების ოჯახის რომელიმე წავრს უბრალოდ არ გააჩნია და ამას ადვილად დაადგენს სასამართლო.

სასამართლო ასევე ადვილად დაადგენს, რომ “ტვ პირველის” დეზინფორმაცია, თითქოს “ქართუ ბანკის” SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა განპირობებულია სწორედ ივანიშვილის გვარის მატარებელ ბენეფიციართან – ასევე არის ცილისწამება. “ტვ პირველმა” საკუთარ მაყურებელს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ბანკი მას უჩივის მხოლოდ ივანიშვილების გვარის ხსენების გამო, და საერთოდ არ შეეხო სარჩელის რეალურ შინაარსს – SWIFT-თან დაკავშირებულ სიცრუეს. ასე რომ, მართლმსაჯულების მანქანა ამუშავებულია და ყოველი ფეიკი უსამშობლო მავნებლებს ძვირადღირებულ ფუფუნებად უნდა ექცეს.” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ბანკი „ქართუ“ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა და ნებისმიერი ფინანსური მოგება ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და იხარჯება ქველმოქმედებისთვის – პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კი ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ და ბანკ „ქართუს“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან აკავშირებენ
Next: საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია ,,გაყალბებულად“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.