Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს

მარშალ პრესი 29/07/2025
525239674_1133515222164395_4527134759491078829_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.
ექსპედიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორცილედება. პროექტში ჩართული არიან საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და გერმანიის წარმომადგენლები.

პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა და მისი როლის განსაზღვრა. ამ ეტაპზე განხორციელდა ციხე-სიმაგრის შიდა სივრცის, კოშკის შიდა ტერიტორიისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციათა შესწავლა.

ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე ასევე, აღმოჩენილი იქნა შუა საუკუნეების არტეფაქტები. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები 2024 წელს დაიწყო.

გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, ექპედიციის მონაწილე არქეოლოგებს სერთიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, არქეოლოგები, ინსტიტუტის, საკრებულოსა და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ხაბე რომ 5000 ლარიანი აგენტია წყალი არ გაუვა, ხოლო ვისი აგენტიც ხაბეა არის მოღალატე არამხოლოდ ოცნების, არამედ ქვეყნისაც
Next: ხაბე არ იცვლება და ანიტობას ადასტურებს, ფაქტობრივად თვითონ აღიარებს აგენტი ვარ, ჩემი პატრონები არ დაიჭიროთ, მოსალაპარაკებლად მზად არიანო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.