Skip to content
29/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო შეთანხმებას ცუდი შედეგები ექნება. გერმანიის ეკონომიკას ამ ტარიფების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება

მარშალ პრესი 28/07/2025
fridrix merci

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო შეთანხმებას სერიოზული შედეგები ექნება გერმანიის ეკონომიკაზე.

“მე არ ვარ კმაყოფილი ამ შედეგით. იმ საწყისი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა, აშკარად არ იყო შესაძლებელი მეტის მიღწევა. გასაგები ენით, ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკას ამ ტარიფების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ გერმანიითა და ევროპით არ შემოიფარგლება. ამ სავაჭრო პოლიტიკის შედეგებს ამერიკაშიც დავინახავთ”, – განაცხადა მერცმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.

Continue Reading

Previous: ევროკავშირი ვერ შეძლებს აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირების დაპირების შესრულებას – გამოცემა “პოლიტიკო”
Next: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025