IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამოუკიდებელ კომიტეტს ქმნის, რომელიც კორონავირუსზე ორგანიზაციისა და მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს.

„ეს არ იქნება ანგარიში, რომელშიც უბრალოდ პუნქტებს მოვნიშნავთ და შემდეგ მას თაროზე შემოვდებთ დასამტვერად. ამ გამოძიებას სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიუსმა.

მისივე  ინფორმაციით, კომიტეტს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჰელენ კარტერი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი უხელმძღვანელებენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება