Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მარინ ლე პენი და გი ვერჰოფსტადტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აკრიტიკებენ

მარშალ პრესი 28/07/2025
840560-2025-07-28t105914-626

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მარინ ლე პენმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა.

„სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპთან გააფორმა, პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ფიასკოა“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ლე პენის აზრით, ევროკავშირმა, თავისი 27 წევრი სახელმწიფოთი, მიიღო გაერთიანებულ სამეფოზე უარესი პირობები.

ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტადტი და შეთანხმებას „კატასტროფას“ უწოდებს.

„ევროკავშირისა და აშშ-ს შორის შეთანხმება სკანდალურია… კატასტროფა… ამერიკის მხრიდან არცერთი დათმობა… ცუდად შეთანხმებული“, – წერს ვერჰოფსტადტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს.

Continue Reading

Previous: ჩვენ არ გვყავს ღირსეული ოპოზიცია – მიხეილ ყაველაშვილი
Next: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025