Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამოკითხულთა 61% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად

მარშალ პრესი 27/07/2025
09

საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა კვლევა. რესპონდენტებისთვის დასმული კითხვები მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას.

კითხვაზე, რომელი გამონათქვამია თქვენს მოსაზრებასთან უფრო ახლოს?

გამოკითხულთა 61% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად;

24% ამბობს, რომ ოპოზიცია უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად;

15% -ის პასუხია – არც ერთი/არ ვიცი.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.

Post navigation

Previous: კითხვაზე, ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მერი იმსახურებს თუ არ იმსახურებს ხელახლა არჩევას, თბილისში გამოკითხულთა 60%-მა უპასუხა, რომ იმსახურებს
Next: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნაზე საუბრობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.