Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა

მარშალ პრესი 27/07/2025
gorbi

საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა კვლევა. რესპონდენტებისთვის დასმული კითხვები მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას.

კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან?

გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა;

10,7% – „ძლიერი საქართველო – ლელო ხელისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის“ – აძლევს ხმას;

10% – „გახარია საქართველოსთვის“;

9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;

7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

3,2% – „გირჩი“;

1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

1,1 % – სხვა პარტიები.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.

Post navigation

Previous: არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი – მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე:
Next: კითხვაზე, ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მერი იმსახურებს თუ არ იმსახურებს ხელახლა არჩევას, თბილისში გამოკითხულთა 60%-მა უპასუხა, რომ იმსახურებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.