Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა

მარშალ პრესი 21/06/2022
9606

ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კითხვაზე თუ როგორი იყო პრემიერის რეაქცია იმაზე, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა უკრაინისა და მოლდოვისადმი სტატუსის მინიჭებაზე და იქვე ითქვა, რომ საქართველოს მეტი ჰქონდა გასაკეთებელი ამისთვის, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს უსამართლოა.

„უსამართლოა! მაგრამ, რა თქმა უნდა, გვესმის. ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან გვსმენია, რომ სტატუსის მინიჭება უკრაინისადმი იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ომშია, ხოლო მოლდოვა მისი მოსაზღვრე ქვეყანაა და ძალიან რთულ ვითარებაშია. ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა იქ და ა.შ. რა თქმა უნდა, საქართველოს თუ შევადარებთ და ჩვენთან ჩატარებულ რეფორმებს გადავხედავთ – ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო – საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს. ძალიან მკაფიო მუშაობა და შედეგები გვაქვს. თუმცა, სამივე ქვეყენას – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას – ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რაც ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. რატომ? ევროპული პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პირობები სამივე ქვეყანას განესაზღვრა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სხვა ასოცირებულ ქვეყნებთან მიმართებითაც იგივე ხდებოდა და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსი ენიჭებოდათ,“– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე – „ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა საქართველოს?“ – პრემიერმა ასე უპასუხა:

„როგორც განვაცხადე, ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიცია მოვისმინეთ. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ ბრძანა რამდენიმე დღის წინ, რომ ევროკავშირმა უკრაინისადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ქვეყანა ომშიაო. ეს არის ე.წ. წახალისება. ვიტყოდი, რომ ერთგვარი ბონუსია,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: გუშინ, ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, იმდენი ,,არანაცი” და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ
Next: ტექნოპარკში Skillwill Academy-ს აკადემიის პრეზენტაცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.