Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, ნოდარ მელაძეს ბავშვობაში მოუყვნენ “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”, თავად რომ წაეკითხა, უფრო კარგად გადაიღებდა დეტექტიური ჟანრის სიუჟეტებს და შედეგიც მისი პოლიტიკური დამკვეთებისთვისაც მეტად ეფექტური იქნებოდა

მარშალ პრესი 27/07/2025
tamar chiburdanidze

“შაბათის შოუს” მაყურებელს კი ვურჩევთ, რომ მელაძის მძაფრსიუჟეტიან გადაცემებს მსუბუქი თვალით შეხედონ, რადგან მის “დეტექტივებში” არ არის ის უმთვრესი, თუნდაც მცირედი სიმართლე, რაზეც იგება ხოლმე პროფესიონალური ჟურნალისტური გამოძიება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ნოდარ მელაძეს ბავშვობაში მოუყვნენ “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”, რადგან თავად რომ წაეკითხა, დეტექტიური ჟანრის სიუჟეტებს ბევრად კარგად გადაიღებდა და პოლიტიკური დამკვეთებისთვისაც უფრო ეფექტური იქნებოდა.

„მეცნიერები გვირჩევენ, რომ ბავშვებს არ მოვუყვეთ მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მათ მხოლოდ ფაბულა უნდა ვუთხრათ, რომ დავაინტერესოთ, დანარჩენი თავად უნდა წაიკითხონ, რათა შინაარსის არსში კარგად ჩაწვდნენ. ყველა ბავშვისთვის სასურველი ნაწარმოებია ართურ კონან დოილის “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”, რისი წაკითხვის შემდეგაც თურმე ბავშვების უმეტესობას დეტექტივობის სურვილი უჩნდებათ.

ალბათ მათ რიგებს მიეკუთვნება ნოდარ მელაძეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური გამოძიებები დანაშაულის მიზეზ-შედეგობრიობის დადგენის პროფესიულ ხაზს სცილდება. როგორც ჩანს, ნოდარ მელაძეს ბავშვობაში მოუყვნენ “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”, თავად რომ წაეკითხა, უფრო კარგად გადაიღებდა დეტექტიური ჟანრის სიუჟეტებს და შედეგიც მისი პოლიტიკური დამკვეთებისთვისაც მეტად ეფექტური იქნებოდა.

რას იზამ, მეცნიერების რჩევა ყველასათვის მისაღები არ არის. “შაბათის შოუს” მაყურებელს კი ვურჩევთ, რომ მელაძის მძაფრსიუჟეტიან გადაცემებს მსუბუქი თვალით შეხედონ, რადგან მის “დეტექტივებში” არ არის ის უმთვრესი, თუნდაც მცირედი სიმართლე, რაზეც იგება ხოლმე პროფესიონალური ჟურნალისტური გამოძიება,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და “ქართული ოცნების” რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა
Next: დაკავებულია ლუკა კურტანიძე, რომელმაც ყოფილ ცოლს სცემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025