Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“რეალური რუსეთი”საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს, მანამდე კი, დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე – დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს

მარშალ პრესი 27/07/2025
DAVID KARTVELISHVILI

მდაბიო, უინტელექტო არსებასთან ელემენტარული შეხების ზიზღი რომ არ გამოძრავებდეს – ყოველ დღე სისხლისსამართლებრივ ჭრილში გადაიყვანდა კაცი ამ “რუსულ თემას”, სადაც “ყველგან რუსეთია”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან რუსეთია და “რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს”. ქართველიშვილის განცხადებით, რუსეთს სწორედ ჯაფარიძის პოლიტიკურმა ძალამ გადასცა საჩუქრად საქართველოს ტერიტორიები გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე. “ის ანეკდოტი ხომ გახსოვთ – პროქტოლოგთან ვიზიტის წინ პაციენტი შუშის თვალს რომ გადაყლაპავს შემთხვევით და მიღებაზე ექიმს რომ გააოცებს უადგილო ადგილიდან გაკვირვებული მზერით. რამდენჯერაც არ შეეხება ეს ტიპი თემას “ყველგან რუსეთია”, იმდენჯერ გამახსენდება ეს ანეკდოტი. სადაც მართლაც “ყველგან რუსეთია” – ეს არის საოკუპაციო ადმინისტრაციული ზოლის შიგნით მოქცეული ქართული მიწა, სადაც “პროქტოლოგთან” კოლექტიური ვიზიტის ფარგლებში რეალურ და არა ვირტუალურ რუსებს აოცებდნენ გაკვირვებული მზერით ამისთვის არგანკუთვნილი სხეულის ადგილებიდან.

ეს “რეალური რუსეთიც” საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს. მანამდე კი – დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე. მოგვიანებით კი, მათ პარტნიორმა კიდევ ერთი მილიონი კვადრატული მეტრი “უფეშქაშა” რეალურ, და არა ვირტუალურ რუსეთს – “ჩვენგან რა მიდის” მოტივით: ეს ხომ ისედაც “რაღაც ქვა-ღორღია”, მილიონით მეტი, მილიონით ნაკლები. მდაბიო, უინტელექტო არსებასთან ელემენტარული შეხების ზიზღი რომ არ გამოძრავებდეს – ყოველ დღე სისხლისსამართლებრივ ჭრილში გადაიყვანდა კაცი ამ “რუსულ თემას”, სადაც “ყველგან რუსეთია”. დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე, ფეიკზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს. აქეთ “პირიქითა” ოპონენტები გიტევენ: რატომ ტარდება NATO-ს სწავლება და სააკაშვილის შემდეგ, რატომ აღარ ჩავდივართ მოსკოვში, იქიდან – რუსების სასარგებლო იდიოტები, თავისი საპირისპირო პარანოიით. ერთმანეთს რომ საეჭვოდ არ ეხებიან და მხოლოდ ხელისუფლებაზე აქვთ “დიდი გული” – ეს კიდევ ცალკე თემაა…” – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
Next: ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და “ქართული ოცნების” რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025