Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა

მარშალ პრესი 26/07/2025
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის შეხვედრაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს აუდიენცია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოზიტიურ რელსებზე გადასვლის დასტურია.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მაღალი დონის ეს შეხვედრა შოკის მომგვრელი იქნება ქართველი რადიკალებისა და საქართველოს არაკეთილმოსურნეებისათვის.

„ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა, აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა და ამისათვის, შეხვედრაზე იყო შეთანხმებული კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც მიჰყვება ორივე მხარე – ამერიკულიც და ქართულიც.

მე მწამს და ამას ყველა დავინახავთ, რომ ალბათ ელდა ეცა ახლა ოპოზიციას, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ შედის. მეტიც, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესს სცდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. აი კაცმა ჩათვალა, რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს
Next: უსახლკაროთა პროგრამა პირველმა კახი კალაძემ აამუშავა და ოპოზიციის სოციალური მანიპულაციები ამ დიდ საქმეს ვერ გადაფარავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025