Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

მარშალ პრესი 25/07/2025
1611

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და საარჩევნო საკითხების შესახებ მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამომრჩევლის როლს დემოკრატიული პროცესის განვითარებაში და ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გასაძლიერებლად ხორციელდება.

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და განხორციელებული აქტივობების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია მათ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე ცესკოს თავმჯდომარისგან პასუხები მიიღეს.

აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ანაკლიაში გაიმართა, ორგანიზებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციისა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით.

Post navigation

Previous: აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი
Next: “ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს: საქართველოს როლი “შუა დერეფნის” განვითარებაში და გლობალური პარტნიორობის ხაზგასმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.