Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ფაქტების ანალიზზე დაფუძნებული, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ მომავალ სარჩელსა თუ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომ სათანადოდ გამოიყენოს ეს დოკუმენტი

მარშალ პრესი 25/07/2025
tea tsulukiani1

კომისიის წევრების ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგად, ასევე სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფოს მიღმა ყველა იმ ორგანიზაციის თანამშრომლის შედეგად, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დასკვნა იქნება იმ ამბიციის შესაბამისი, რაც ჩვენ პირველივე სხდომაზე განვაცხადეთ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

„ეს არ იქნება ცარიელი პოლიტიკური შეფასებები ან დეკლარაციები, ეს დოკუმენტი იქნება ფაქტების ანალიზზე და ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებები. სწორედ ეს მისცემს საშუალებას, ნებისმიერ მომავალ სარჩელსა თუ სხვა დოკუმენტს, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომ სათანადოდ გამოიყენოს ეს დასკვნა.

ეს იქნება ყველასთვის გამოყენებადი დოკუმენტი და ეს ამბიცია, რაც ჩვენ დავისახეთ დაკმაყოფილდება. ჩვენ შევეცადეთ, რომ რა ენითაც დასკვნა იწერება, იყოს ნაკლებად ბიუროკრატიული, ნაკლებად ჰერმეტული, რაც ხშირად ახასიათებს სახელმწიფო დოკუმენტებს. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ისე შეგვედგინა, რომ ნებისმიერი სკოლის მაღალი კლასის მოსწავლისთვისაც იყოს საინტერესოდ წასაკითხი, ფაქტებზე დაფუძნებული, რადგან პარლამენტმა და „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს მისია დაგვაკისრა, რომ ის, ვინც ვერ შეესწრო ასაკის გამო იმ პერიოდს, მისთვის იყოს საინტერესო და საგანმანათლებლო ფუნქციაც ჰქონდეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: უკრაინაში მიმდინარე პროტესტზე: მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური საბაბი ამ საპროტესტო აქციებისა იყო ანტიკორუფციული ინსტიტუტების შეზღუდვა – რეალურად საქმე გვაქვს მოსახლეობაში ღრმა და დაგროვილ დაძაბულობასთან
Next: აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.