Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აღსრულების პოლიციელი: „აღნიშნული შენობები წარმოადგენს ავარიულ შენობებს. ამაზე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა“

მარშალ პრესი 24/07/2025
521325747_1479547796404451_5444106777380798116_n

„არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება“, – ამის შესახებ აღსრულების პოლიციელმა ჯემალ ზურაშვილმა თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის შესახებ მედიასთან განაცხადა. „აღნიშნული საქმის სააღსრულებო წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო 2024 წლის 11 ივნისს. მათ შორის, რა თქმა უნდა, განხორციელდა არაერთი ვიზიტი და გაფრთხილებულ იქნენ არაერთხელ აქ მცხოვრებნი. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული შენობები წარმოადგენს ავარიულ შენობებს.

ამაზე, რა თქმა უნდა, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობითაც თითოეულ ჯერზე შესწავლილ იქნა ყველა მათგანის საჭიროებები, მიმართულ იქნა შესაბამის უწყებებთან, ასევე, კრედიტორი მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას, სახელმწიფო უწყებებთან ერთად დახმარებოდა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ხალხს სხვადასხვა ფართში ქირით გაყვანით. რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, ორჯერ იყო უკვე ჩანიშნული, თუმცა, ისევ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და, მათ შორის, მოლაპარაკებების შესაძლო განხორციელების გამო ორივეჯერ გადაიდო. როგორც აღვნიშნე, დღეს უკვე არსებობს სამხარაულის დასკვნა და, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაჩეროს ან გადადოს აღნიშნული სააღსრულებო მოქმედება“, – განაცხადა ჯემალ ზურაშვილმა.

 

Continue Reading

Previous: აი, თურმე რაში გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის „პრორუსობა“ – ნანა კაკაბაძე
Next: რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ სამართლის აღსრულება მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025