Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც “ნაცთან” ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო

მარშალ პრესი 23/07/2025
giorgi grdzelishvili

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წევრების, ლევან სანიკიძისა და ბესიკ შენგელიას დისკუსიას.

გრძელიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში 14 ათსამდე სახლი აღადგინა და არა მხოლოდ სახურავი, არამედ საყრდენი კონსტრუქციები გამოუცვალა, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს. მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მსგავს ბოდვას საზოგადოებას დააჯერებენ.

“უდავოა – შეპყრობილი მანიაკების სექტაა

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო…

კარგი, ვთქვათ სოფელ ჭორვილაში ამ „შიშის“ გამო გამოუცვალა სახურავები სახლებს, მაგრამ საჩხერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ათეულ სოფელს აერთიანებს და ბიძინა ივანიშვილმა ყველა სოფელში 14 ათასამდე სახლი აღადგინა, გამოუცვალა არა მხოლოდ სახურავი, არამედ მისი საყრდენი კონსტრუქცია, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი, გააკეთა კანალიზაცია და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს.

ვერაფერს იტყვი, შეპყრობილი მანიაკების სექტაა – ამ ბოდვებს უყვებიან ერთმანეთს და ფიქრობენ, რომ ხალხს დააჯერებენ ამ სისულელეს. ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის მწუხარებას, ვინც ამ აყროლებული ბიომასის მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ნაღდად არ იმსახურებთ მეტს.” – წერს გიორგი გრძელიშვილი.

Post navigation

Previous: „ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა
Next: ეკონომიკის მაღალი მდგრადობა, ბოლო წლებში სტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ უზრუნველყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.