Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი აფერხებს

მარშალ პრესი 23/07/2025
megobari act

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი – მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი აფერხებენ.  რაუფოღლუს განცხადებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტია და შესაბამისად, ერთადერთი კითხვა აქვს, რატომ აჭიანურებენ ხსენებული სენატორები “მეგობარი აქტის” მიღებას.   “MEGOBARI აქტს, ორპარტიულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის პაიკებს სანქციებს უწესებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, აფერხებენ სენატორები: მარკვეინ მალინი, მაიკ ლი, რენდ პოლი.

ჩემი ერთადერთი შეკითხვაა, რატომ? ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და SFRC-მა (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა) მიიღეს,” – წერს ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში.  ამერიკის კონგრესმა “მეგობარი აქტი” 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ, მაისში მიიღო. პროცედურულად, კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი აქტის კანონად ქცევას დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება.

Continue Reading

Previous: 2011 წლიდან მოყოლებული ცდილობენ, რომ პრორუსობა დააბრალონ “ქართული ოცნების” 41 000-ზე მეტ წევრს და 1 120 000-ზე მეტ მხარდამჭერს – როდესაც არაფერი გაქვს სათქმელი, კონკრეტულ ადამიანებს უნდა დააბრალო, რომ არიან მტრები, გებელსისეული და ბოლშევიკური რიტორიკა კვლავ არსებობს
Next: „ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025