Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 22/07/2025
011

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ბოლო წლებში არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.

განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციებზე.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

Post navigation

Previous: სულელად რომ არ გამოჩნდეთ, ისტორია ისწავლეთ – იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს
Next: როდესაც რიკარდ იოზვიაკის სია იწყება იტალიით, უნდა ვივარაუდოთ, რომ წონადი ქვეყნები ერთ ჭკუაზე არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.