IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია, – ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ  აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით  გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურაში მათ დღეს გარკვეული ექსპერტიზის, მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები გააცვნეს.

ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გავეცანი გარკვეული ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის ბალისტიკურია, რომელიც ამ საქმისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, იყო მსჯელობა კონკრეტულ დოკუმენტებზე, რომელზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია. ისეთი მასალები დაგვახვედრეს, რომ დარწმუნებული ვართ, რაღაც უნდა გააკეთონ. ეს რაღაც რა იქნება, ვერ გეტყვით, თუმცა ეჭვი არ მეპარაება, რომ ჩვენ მათ მუდმვად მოვთხოვთ პასუხს, არსებულზე და ახალ მასალებზე“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

გენერალურ პროკურატურაში დღეს სვანეთის სპეცოპერაციის დროს დაზარალებული ოჯახის წევრი დოდო აფრასიძე გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. დოდო აფრასიძე მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება