Skip to content
23/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ბარაკ ობამა შესაძლოა კონგრესში, საგამოძიებო კომისიაზე დაიბარონ

მარშალ პრესი 22/07/2025
maik jonsoni - mike johnson

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა საკანონმდებლო ორგანოში დაკითხვაზე დაიბარონ.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. რუსულ ჩარევას. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებები გადაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მედიაში ყალბ ნარატივებს ავრცელებდა. როგორც ტულსი გაბარდმა სოციალურ ქსელში განმარტა, უმაღლესი დონის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ვალდებულები ვართ ჭეშმარიტებას მივყვეთ, სადაც არ უნდა მიგვიყვანოს მან“, – განაცხადა ჯონსონმა ამერიკელ ჟურნალისტთან, დევიდ ბროუდისთან ინტერვიუს დროს.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოქმედებები „პოლიტიკურ შეთქმულებას“ ჰგავს, რომლის მიზანიც სხვა პარტიიდან ოპონენტის განადგურება იყო.

„თუ ობამას ეს არ სიამოვნებს, ესე იგი, ეს არ უნდა ჩაედინა. როგორც ჩანს, მან ეს ჩაიდინა“, – დასძინა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

Continue Reading

Previous: გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? – ძალიან ამოვარდა დიფ აგენტურა კალაპოტიდან
Next: ბაჩიაშვილის თანამესაკნის მამიდაშვილი: მამაჩემს 10 წელია კონტაქტი არ ჰქონია კახისთან, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის ინფორმაცია სარწმუნო იყოს. შეიძლება წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია „ტვ პირველს“ მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, დააბნიეს ადამიანი, ჟურნალისტი კითხვებსაც თვითონ სვამდა და პასუხებსაც თვითონვე იძლეოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025