Skip to content
23/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მახსოვს 27 ელჩის დემარში, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ მოხდა სასწაული, ის დემენციით დაავადებული პირველი პაციენტია, რომელიც განიკურნა, შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს

მარშალ პრესი 22/07/2025
irakli kobakhidze2

მე მახსოვს არა 17, არამედ 27 ელჩის დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ ვნახეთ, მოხდა სასწაული, პირველი პაციენტია დემენციით დაავადებული, რომელიც განიკურნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებებს ფასი აღარ აქვს.

„27 ელჩი მივიდა დემარშით იუსტიციის მინისტრთან. ეს იქნებოდა ანეგდოტი, იუმორი, რომ არა სინამდვილე. რეალურად 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება ამ კონკრეტული საბაბით. 17-ს კიდევ არაუშავს 27-დან შედარებით. ეს არის კონტექსტი. ფასი აღარ აქვს უკვე არაფერს. 17 კი არა, 27 ქვეყნის წარმომადგენელი რაღაცას რომ ამბობს, შეიძლება, ეს იყოს სრული ტყუილი, თან შეგნებული ტყუილი. ყველამ იცოდა, რომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ რეალურად 27 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის – ელჩის დემარში ვიხილეთ ჩვენ საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრით ირკვევა, რომ ნაცმოძრაობამ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა
Next: გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? – ძალიან ამოვარდა დიფ აგენტურა კალაპოტიდან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025