IMG.GE ___________________________________ IMG.GE

არავის გაკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქიბუქი, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,  სააკაშვილი საქართველოს  წინაშე პოლიტიკური დამნაშავე და ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილია.

სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება.

ეს ყველაფერი აგებულია მისი მხარდამჭერების მობილიზაციაზე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის  თქმით, ოქტომბერში “ბრძოლის წინა ხაზზე იქნება”.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება