IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მე არ გამოვრიცხავ, რომ ამას ჰქონდეს შემდგომი გაგრძელება და გამოიკვეთოს ტრანსნაციონალური დანაშაული, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ იკვეთებოდეს სხვა პირების მონაწილეობა, ვინაიდან ასეთი სქემები ერთი და ორი პირის მიერ არ ხორციელდება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი  ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

“აქ ჩართულია ხოლმე როგორც წესი ორგანიზებული ჯგუფი და შესაბამისად იქნება ეს სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ მათი კლასტერი, შესაძლოა იყვნენ ამ პროცესში ჩართული. უკვე მიმდინარე საქმეა ისრაელში, პროკურატურა დაობს ამ მძიმე დანაშაულთან მიმართებაში და თუ ბრალდება დადასტურდება, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტ პირზე გავიდნენ და კიდევ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს ამ დანაშაულმა.

როცა ქვეყანა ჩართული იყო ომში, სააკაშვილი, კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფება ჩადიოდნენ უმძიმეს დანაშაულებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება