Skip to content
22/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 21/07/2025
Capture

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 29-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს. მათ ასევე იმსჯელეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ინიციატივასა და სწრაფი მხარდაჭერის საჭიროებებზე.

შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

Continue Reading

Previous: არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი შეწყდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში კვლავ გაიმარჯვებს გონივრული აზრი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება
Next: მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერესი – არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025