
პრეტენზიული უმეცრებაა საქართველოში იმის მტკიცება, რომ “დიფ სტეიტი” თითქოს არ არსებობს და ეს “ქართული ოცნების” ე.წ. ფანტაზიაა, ეს გლობალური ჩრდილოვანი კონგლომერატი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მის ავაზაკურ მორჩილებაში არაა – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება “დიპ სტეიტის” კარგად აპრობირებული ხელწერაა – მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს “დიპ სტეიტის” მხილებისთვის“. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გლობალისტების მავნებლური დღის წესრიგის ანგარებით მოტრფიალეთა გაცვეთილი “მესიჯბოქსია” საქართველოსა და ევროპაში ეროვნული ინტერესების დამცველთა ე.წ. “პრორუსებად” შერაცხვა.
ეს ტოქსიკური ნარატივი გაცვდა და “ნაფტალინის სუნი” ასდის. „პრეტენზიული უმეცრებაა საქართველოში იმის მტკიცება, რომ “დიფ სტეიტი” თითქოს არ არსებობს და ეს “ქართული ოცნების” ე.წ. ფანტაზიაა, ეს გლობალური ჩრდილოვანი კონგლომერატი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მის ავაზაკურ მორჩილებაში არაა. ნაცკლასტერის “მკვეხარა ქოთნები” თუკი არ ეცნობიან ანდა იციან, მაგრამ ვითომ არ იმჩნევენ თუ როგორ გაილაშქრა ტრამპმა, ბოლო დროს დაზვერვის დირექტორმა გაბარდმა ობამას შავბნელ ფლანგზე, სერიოზული ბიპოლარული აშლილობა აქვთ.
გლობალისტების მავნებლური დღის წესრიგის ანგარებით მოტრფიალეთა გაცვეთილი “მესიჯბოქსია” საქართველოსა და ევროპაში ეროვნული ინტერესების დამცველთა ე.წ. “პრორუსებად” შერაცხვა. ეს ტოქსიკური ნარატივი გაცვდა და “ნაფტალინის სუნი” ასდის. ის, რომ ტრამპი ებრძვის “დიფ სტეიტს” ამერიკაში, არ ნიშნავს, რომ მისთვის გამარჯვება ახლოსაა და შხამიანი მეტასტაზები ევროპაში არ გაძლიერებულა. სასიხარულოდ აღსანიშნავია ის, რომ ისე, როგორც არასდროს, ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია საერთაშორისო მოვლენებში, ჯანსაღად აანალიზებს მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ “მიწისძვრებს” და აუტსაიდერი ნაცადეპტებივით არ უჯერებს “დიფ სტეიტის” ნაცპაიკების ტოქსიკურ პროპაგანდას.“ – წერს აბაშიძე.