საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალები ცდილობენ დეოლიგარქიზაციის პროცესი შეახონ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არადა ქართულ საზოგადოებას აინტერესებს რომელი ოლიგარქები დგანან ამ ძალებისა და მედიასაშუალებების უკან. ამასთან დაკავშირებით სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი გვთავაზობს “დეოლიგარქიზაციის” კონკრეტულ სამართლებრივ გზას.
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე განცხადებას ავრცელებს:
ვასწავლოთ ევროპას დეოლიგარქიზაცია!
რამდენი ოლიგარქი ყავს საქართველოს და ვინ არიან ქართველი ოლიგარქები? ევროკავშირის მოთხოვნებიდან დეოლიგარქიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. ამას ისეთი დატვირთვა ეძლევა, რომ პოლიტიკური ძალები გაურბიან ამ პროცესს და მხოლოდ ქვეყანაში არეულობისთვის ცდილობენ გამოიყენონ!
დღევანდელ მსოფლიოში დეოლიგარქიზაციის კლასიკური მაგალითი არ მოიპოვება , ქართლები პირველები უნდა ვიყოთ!
„ოლიგარქია — მმართველობის ფორმაა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. მცირეთა მმათველობის ეს ფორმა საბრძნეთში საკმაოდ გავრცელებული იყო და გულისხმობდა, რომ რეალურ მმართველობას განახორციელებდა საზოგადების ელიტური ანუ მცირე ნაწილი. მისი გამოყოფა ხდებოდა არისტოკრატიული პრინციპით (ანუ მმართველობას ასრულებდნენ დიდგვაროვნნი), ან ტიმოკრატიული პრინციპით (როდესაც მმართველობას ახორციელებდნენ ის პირები, რომლებიც თვიანთი რეალური მდგომარეობით (ქონებით) იყვნენ გამორჩული საზოგადოებაში). ეს პოლიტიკური სისტემა საბერძნეთის არაერთ პოლისში მოქმედებდა. ტერმინი პირველად გამოიყენეს ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არისტოტელემ.“
თანამედროვე მსოფლიოში ოლიგარქიის შესახებ სტანდარტი ან ფუძემდებლური განმარტებები არ არსებობს. დასავლური პროპაგანდა ხშირად ოლიგარქებად პოსტსაბჭოთა სივრცეში გამდიდრებულ ადამიანებს მოიხსენიებენ და ვერსად ნახავთ ცნობას ამერიკელი ან ევროპელი ოლიგარქიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი უმდიდრესი ადამიანი სწორედაც რომ ამერიკის და ევროპული ქვეყნების მოქალაქეები არიან. ნიშანდობლივია, რომ აშშ-ში ოლიგარქია ჩვეულებრივი მოვლენაა და ის ქვეყნის მართვის შემდგენელი ნაწილია.
საქართველოს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად რიგი მოთხოვნები წაუყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაა. თუმცა რაიმე განმარტება ან წესი არ მოუყოლებია. „დეოლიგარქიზაციის“ გარკვეული წესები მოქმედებს უკრაინაში და თუ საკითხს ჩავუღმავდებით, ვნახავთ, რომ ეს წესები პოლიტიკური მანიპულირებებისთვის გამოიყენებს, რადგან გადაწყვეტილებას თუ ვის ეწოდოს ოლიგარქი უკრაინის პრეზიდენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იღებს. მაგალისთისთვის, ზელენსკის სუბიექტური განწყობის გამო, ოლიგარქის სტატუსი მედვედჩუკს მიაკუთვნეს, ხოლო კალამოისკის, ახმეტოვს ,პოროშენკოს, პინჩუკს და სხვებს ეს არ შეხებიათ
ქართულ რეალობაში „დეოლიგარქიზაციის“ სტანდარტების ინიცირებისა და ამუშავებისთვის რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი. ჩვენს შემთხვევაში უკრაინული მოდელი არ გამოდგება, ვინაიდან წესებში ჩაწერილ თითოეულ სიტყვას ბევრი ინტერპრეტაციები მოყვება, ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომელთა უკანაც დიდი ფულის მქონე ადამიანები დგანან ატეხავენ აჟიოტაჟს, შექმნიან ისტერიას და იგივე ევროკომისიის თვალში საქართველოს იმიჯის დაზიანებას გააგრძელებენ. ისინი ევროკავშირის რეკომენდაციებს თავისი ინტერესებისთვის იყენებენ, რომ ოცნების ხელისუფლება შეასუსტონ და თვითონ დაეპატრონონ საქართველოს. ნიშანდობლივია, რომ მათ არ აინტერესებთ დეოლიგარქიზაციის წესებზე მუშაობა, მათი ინტერსი ქვეყნაში სიტუაციის არევა და ხელისუფლებაში მოსვლაა. დღევანდელი მოცემულობით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებებს რეალური „დეოლიგარქიზაციის“ წესების შემოღება იმიტომ არ აწყობთ, რომ მათ უკან მდგომ ოლიგარქებს ეს რეგულაციები არ უნდა შეეხოს. თუ კარგად დავაკვირდებით, ნათელია რომ ოპოზიციისთვის სიტყვა „დეოლიგარქიზაცია“ შესანიღბი საშუალებაა ბიძინა ივანიშვილის დევნისთვის და არაფერი არ აქვს საერთო ამ მოთხოვნას რეალურ შესრულებასთან. გამოცხადებული აქციები ამის დამადასტურებელია, ვინაიდან ისინი ხელისუფლებისთვის იბრძვიან და არა სახლმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე დეოლიგარქიზაციის სისტემის შემოღებაზე მუშაობენ!
„სტრატეგიული დაგეგმარების“ ცენტრმა“ შეისწავლა, „დეოლიგარქიზაციის“ წესების ისედაც მწირი საერთაშორისო პრაქტიკა და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი წესების და რეგულაციების შემოღება, რომელიც გაითვალისწინებს ქვეყნაში არსებული სოციალური-პოლიტიკურ ტრადიციებს, დაეყრდნობა სამართლიანობის და მოქალაქეობრივი თანასწორობის პრინციპებს. ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი რეკომენდაციები იმისათვის, რომ მოხდეს „ოლიგარქიის“ კრიტერიუმების განსაზღვრა, რა პრინციპებზე დაყრდნობით ეწოდოს პიროვნებას ოლიგარქი, როგორი წესების შემოღებით განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია და რა სამართლებრივი საფუძვლებით დავიცვათ ქვეყანა ოლიგარქიისგან!
-ოლიგარქი არის პირი, რომელიც დიდი ფინანსური რესურსით გავლენას ახდენს და ერევა ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში. გავლენა ხდება როგორც, უშუალო პოლიტიკოსებზე თუ პოლიტიკურ პარტიებზე, ასევე მედიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. თუ ამ კრიტერიუმით ვიხელმძღვანელებთ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ოლიგარქია. კონკრეტულ ადამიანებზე, რომ არ ვისაუბროთ ყველასათვის ნათელია თუ ვინ დგანან საქართველოში მოქმედი მედიის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ჯგუფების უკან.
-როგორ მოვახდინოთ „დეოლიგარქიზაცია“ და როგორ მივანიჭოთ ოლიგარქის სტატუსი კონკრეტულ ადამიანს? ეს ძირითადი კითხვაა, რაზედაც მსოფლიო მასშტაბით გამოცდილება ძალიან მწირია.
– ოლიგარქის სტატუსი უნდა მიენიჭოს მათ, ვისი ქონებაც და აქტივები აღემატება 10 მილიონ ლარს (ეს პირობითი ციფრია), ვინც პირდაპირ ან ირიბად ერევა პოლიტიკაში, პირდაპირ ან ირიბად ფლობს მედია საშუალებას, აფინანსებს პოლიტიკურ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელნიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
– დეოლიგარქიზაციის წესების შემოღებასთან დაკავშირებით საჭიროა შეიქმნას შესაბამისი კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნება კონტროლის პალატის,ფინანსური საგამოძიებო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლობა, ბიზნეს ომბუცმენი, სახალხო დამცველი, პარლამენტისა უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები. აღნიშნულ სამსახურში ასევე უნდა შეყვანილ იქნეს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული ექსპერტები. ამ კომისიამ უნდა შეიმუშაოს „დეოლიგარქიზაციის“ წესები და მოამზადოს შესაბამისი კანონპროექტი. განსაზღვროს დეოლიგარქიზაციის მთხოვნები და ოლიგარქის მიმართ სანქციების დაწესების კრიტერიუმები.
– კანონის საფუძველზე უნდა შეიმნას„დეოლიგარქიზაციის“ სახელმწიფო სამსახური. სადაც კომისიურად, სტანდარტების შესაბამისად, პირების მიმართ განსაზღვრავს ოლიგარქის სტატუსს. შექმნის „ოლიგარქების“ სიას, რომელშიც მოხდება ყველა იმ პირის აღრიცხვა, რომლებიც აკმაყოფილებენ ოლიგარქიის კრიტერიუმებს. აღნიშნულ პირებს აკრძალული ექნებათ: მედიასაშუალებების, პოლიტიკური პარტიების, კერძო საჯარო ორგანიზაციების, კონკრეტული პოლიტიკოსების დაქირავება, დაფინანსება და სხვა სახის აქტიური დახმარება.
– ოლიგარქები ვალდებულები იქნებიან წარმოადგინი თავისი ფინანსებისა და აქტივების წარმომავლობა. ოლიგარქებს 6 თვეში ერთხელ მოუწევთ განაახლონ დეკლარაციები და წარუდგინონ დასაბუთებები ყოველ 60 000 ლარზე მეტ გაწეულ ხარჯზე „დეოლიგარქიზაციის“ სახელმწიფო სამსახურს, სადაც გადამოწმდება „ოლიგარქების“ სიაში მყოფი ადამიანების მიერ გაწეული ხარჯები.
„დეოლიგარქიზაციის“ კანონი ასევე უნდა მოიცავდეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:
1. აუცილებელია მოხდეს მედიასაშუალებების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის დასადგენად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რადგან თუ მედიასაშუალება დაფინანსდება საზღვარგარეთიდან ან ოფშორული კომპანიისგან, საჭიროა მოხდეს შესწავლა კავშირი აქვს თუ არა აღნიშნულ ფინანსურ წყაროს „ოლიგარქების“ სიაში მყოფ პიროვნებასთან.
2. აუცილებელია მოხდეს პარტიული შემოწირულობების შესახებ კანონის მიღება , პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დეკომერციალიზაცია. საქართველოში მოქმედი ყველა პარტიის აქტიური ფინანსური მონიტორინგი რადგან დადგინდეს არის თუ არა პარტიულ დაფინანსებასთან კავშირში ‘ოლიგარქების სიაში“ მყოფი პიროვნება.
3. აუცილებელია მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არსამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის შესწავლა და შესაბამისი კანონის მიღება ამ, ორგანიზაციების ფინანსური წყაროების დასადგენად რათა დადგინდეს, არის თუ არა კავშირში ‘ოლიგარქების სიაში“ მყოფ პიროვნებასთან
4. დაუსაბუთებელი ქონება, ოლიგარქების სიაში მყოფ პიროვნებებს კანონის საფუძველზე უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს სახელმწიფოს.
მიგვაჩნია , რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაცია სამსჯელო უნდა გახდეს საზოგადოებისთვის, პოლიტიკური და არსამთავრობო სექტორისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ დეოლიგარქიზაციის რეგულაციების შესაჯერებლად და შესაბამისი კანონ-პროექტის მოსამზადებლად, რათა შემოსაღები წესები, მაქსიმალურად მორგებული იქნეს ჩვენი ხალხის ინტერესებზე და დააკმაყოფილოს „ევროკომისიის“ მოთხოვნები. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკურ ძალები, თავს გაანებებენ საკუთარი სამშობლოსთვის ზიანის მიყენებას და პაექრობას გამართავენ დეოლიგარქიზაციის წესებისა და კანონმდებლობის დახვეწის საქმეში!
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი “მიყვარს” – თამარ ტყეშელაშვილი