Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი შეხვდა უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

მარშალ პრესი 19/07/2025
050

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, გიორგი კახიანთან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბავშვებს გაესაუბრნენ და ვახშამზე უმასპინძლეს.

ბანაკი 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან.

უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.

Post navigation

Previous: მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე
Next: რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.