Skip to content
19/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი – NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა

მარშალ პრესი 19/07/2025
paata salia

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი – NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა.

ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ქვეყანაში სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

NSDI გეოპორტალი არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს აერთიანებს.

პორტალზე განთავსდება რუკები, ორთოფოტოები, მიწის ნაკვეთების საზღვრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. კერძო კომპანიები განათავსებენ ინფორმაციას მათი ინფრასტრუქტურის განლაგების, დაფარვის ზონების და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

გეოპორტალის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, ინვესტიციების მოძიება და კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება.

NSDI გეოპორტალის მონაცემთა ფორმატები სრულად შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებსა და სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ ინტეგრირებას და გამოყენებას ევროკავშირის მონაცემთა სივრცის ინფრასტრუქტურაში.

პლატფორმის კოორდინაციას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

Continue Reading

Previous: ვისაც საქართველოს ავღანეთიზაცია სურს, მის ინტერესებში ჩვენი ქვეყნის განვითარება არ შედის. ომის საფრთხე განახლდა, თუმცა, მინელებული არც ყოფილა
Next: უკრაინა “სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური კრიზისის” ფონზე ჩამოშლის წინაშე დგას – ლონდონური გამოცემა Spectator

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025