Skip to content
19/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ჯარის ბანაკი“ მეხუთე როტაციას მასპინძლობს

მარშალ პრესი 18/07/2025
Capture

თავდაცვის სამინისტროს პროექტი – „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეხუთე როტაციას მასპინძლობს. თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ ღონისძიებას სთავაზობს. 

მეხუთე როტაციის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთისა და აჭარის რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს. საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო მომზადებების გარდა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ერთი დღე  სამთო მომზადებას დაეთმო. მოსწავლეებმა ინსტრუქტორების  მეთვალყურეობით  ხელოვნურ კლდეზე ცოცვის, თოკზე დაშვებისა და ავსტრალიური დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს, მოგვიანებით კი, ოცეულებს შორის ხელოვნურ კლდეზე ცოცვაში შეჯიბრი გაიმართა. ინსტრუქტორებმა ბანაკის მონაწილეებს სამთო აღჭურვილობა და ინვენტარი, მათი ფუნქცია და მოხმარების წესებიც გააცნეს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პროექტს – „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია  ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, მის მიმართ მოსწავლეების მხრიდან ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. მიმდინარე წელს „ჯარის ბანაკში“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

Continue Reading

Previous: როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და არჩევნებისთვის ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას
Next: თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის განედი და გრძედი საქართველოზე არ გადის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025