Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე

მარშალ პრესი 18/07/2025
gia abashidze

Warmonger-ების [პირადი გამორჩენისთვის ომის წამქეზებელი აქტორი] ერთ-ერთი ამოცანაა, თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა, რათა ჩაგვითრიონ დამანგრეველ ე.წ. “მეორე ფრონტში” ვითომდა ოკუპანტი კრემლის დასასუსტებლად, მაგრამ ქართველთა გასანადგურებლად. ამ მოღალატეობრივი გეგმისთვის კი “მეხუთე კოლონა” მზადყოფნაშია კოლექტიური “ნაცების” სახით, რომელთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთიდან ინსპირირებული ნებისმიერი შფოთი და დაპირისპირება “დიფ სთეითის” მონა-მორჩილი სახელისუფლებლო სადავეების მისატაცებლად – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ახლა ქართველთა მეტი სიფხიზლის, ერთიანობის, თანადგომის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პრაგმატულობის და იმედიანად მშვიდობიანი წინსვლაა ზეაქტუალური, რასაკვირველია, „ყვავ-ყორნების“ მოგერიებით. ერისა და ბერის ერთობით ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს.

„არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე, რისი საშიშროებაც არ ნელდება. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა ევროკრატიის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამისთვის შანტაჟის, თავდასხმების და ულტიმატუმის ბერკეტების ფართო არსენალი აამოქმედეს.
“გლობალური ომის პარტიის” ევრობლოკის განშტოების საშუალებით, მიმდინარეობს უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება. იმ ომში, სადაც, სამწუხაროდ, ეს ერი აგრესორ პუტინთან დამარცხდება, მაგრამ შეიარაღებული დაპირისპირება გახანგრძლივდება გლობალისტების შავბნელი ზრახვების როგორმე დასაკმაყოფილებლად და მეტი სისხლიანი მილიარდების მისაღებად.
Warmonger-ების [პირადი გამორჩენისთვის ომის წამქეზებელი აქტორი] ერთ-ერთი ამოცანაა, თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა, რათა ჩაგვითრიონ დამანგრეველ ე.წ. “მეორე ფრონტში” ვითომდა ოკუპანტი კრემლის დასასუსტებლად, მაგრამ ქართველთა გასანადგურებლად. ამ მოღალეტეობრივი გეგმისთვის კი “მეხუთე კოლონა” მზადყოფნაშია კოლექტიური “ნაცების” სახით, რომელთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთიდან ინსპირირებული ნებისმიერი შფოთი და დაპირისპირება “დიფ სთეითის” მონა-მორჩილი სახელისუფლებო სადავეების მისატაცებლად.
ახლა ქართველთა მეტი სიფხიზლის, ერთიანობის, თანადგომის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პრაგმატულობისა და იმედიანად მშვიდობიანი წინსვლაა ზეაქტუალური, რასაკვირველია, ‘ყვავ-ყორნების’ მოგერიებით. ერისა და ბერის ერთობით ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს!“ – წერს აბაშიძე.

Continue Reading

Previous: პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს
Next: ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025