Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს

მარშალ პრესი 18/07/2025
tamta megrelishvili

გრძელდება ევროკავშირის და გლობალური ომის პარტიის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, “დიფ სთეითი” საქართველოში საკუთარ მარცხს და საქართველოში არსებულ მშვიდობას ვერ ეგუება, მათი სურვილი უცვლელია, როგორმე საქართველო ომში ჩართონ, რათა თვითონ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეთ და საკუთარ მიზანს ქართველების სისხლის ხარჯზე მიაღწიონ – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ბოლო წლებში დასავლეთისგან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში აქტიურდებიან, რათა ხალხის განწყობებზე მანიპულაციით, მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ, მაგრამ მუდმივად მარცხდებიან, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და არჩევნებზე სწორ არჩევანს აკეთებს.

„გრძელდება ევროკავშირის და გლობალური ომის პარტიის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, “დიფ სთეითი” საქართველოში საკუთარ მარცხს და საქართველოში არსებულ მშვიდობას ვერ ეგუება, მათი სურვილი უცვლელია, როგორმე საქართველო ომში ჩართონ, რათა თვითონ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეთ და საკუთარ მიზანს ქართველების სისხლის ხარჯზე მიაღწიონ! ბოლო წლებში დასავლეთისგან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, ისინი განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში აქტიურდებიან, რათა ხალხის განწყობებზე მანიპულაციით, მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ, მაგრამ მუდმივად მარცხდებიან, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და არჩევნებზე სწორ არჩევანს აკეთებს, ხალხმა ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს ქართული ოცნების გარდა, სხვა ძალის გამარჯვება, ეს მეორე დღეს ომში ჩართვას და ქვეყნის განადგურებას ნიშნავს.. ქვეყნის, რომელიც ეკონომიკური ზრდის ტემპით და მოსახლეობის კეთილდღეობის ინდექსით მსოფლიოს ლიდერ პოზიციაზე იმყოფება….

არჩევნების მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდა ევროკავშირი, რომელმაც საქართველოს არასერიოზული პირობები წამოუყენა. მარტივი მოცემულობაა, რომ ქართველ ხალხთან ულტიმატუმის ენით საუბარი დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის სახელმწიფო ინტერესები უპირველესია! ბრიფინგის დროს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა დღეს მსოფლიოში და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, სამწუხაროდ კვლავ არ შეცვლილა ომის რიტორიკა, არ შეცვლილა საქართველოსადმი დასავლეთის დამოკიდებულება (აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ კვლავ არის ხარვეზები) დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს!“ – წერს მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: ნურავის ეგონება, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა წარსულს ჩაბარდა – ყველაფერს აკეთებს ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ როგორმე ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება მისთვის მონურ მორჩილებაში მყოფი ხელისუფლებით ჩაანაცვლოს
Next: პრემიერის ბრიფინგმა და ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებულმა პირობებმა დაგვანახა, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია, ევროპა საკუთარი რიტორიკით და პოზიციით, საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობისთვის სჯის და მშვიდობის საფასურს ახდევინებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025