Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის – ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა

მარშალ პრესი 18/07/2025
shalva papuashvili

რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერს – მოსთხოვონ იმ ელჩებსა და უცხო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს, თუ ის არ არის სალომე ზურაბიშვილი, მათ არ ეპატიებათ. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან ეპატია, რომ პირდაპირ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერც ამჯერად ჩამოყალიბდა. ნაწილს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება. ამ ფონზე ოპოზიციას ისევ ერთიანობისკენ მოუწოდებს მამუკა ხაზარაძე.

Continue Reading

Previous: ელისო კილაძის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს მეტსახელ ანიტამდე, ალფა ერქვა
Next: “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025