Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას

მარშალ პრესი 18/07/2025
shalva papuashvili

გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე საქართველოში ევროკავშირის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა და გაიხსენა ამ თემაზე ევროკავშირის ელჩთან საუბარი.

„2023 წელს, სანამ გამჭვირვალობის კანონს დავაინიცირებდით, წერილიც კი მივწერე ევროკავშირის ელჩს და ვთხოვე, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ – იმ ფონდის, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ გვიფინანსებდა, დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. მომწერა, ვერ გავასაჯაროებთო, თუმცა პირად საუბარში მითხრა, რომ ნახა, რას აფინანსებდა ეს ფონდი და დამეთანხმა, რომ ეს პოლიტიკური ფული იყო. რომ ვუთხარი, მეც მაჩვენე მეთქი, არაო, არ მაჩვენა – ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს დამიმალა, რას აფინანსებს ევროკავშირი საქართველოში, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკრაინაში დაწყებულ ომს მოჰყვა, როდესაც საქართველომ „უარი თქვა ესკალაციაზე, სანქციებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც აზიანებს საქართველოს“.

პაპუაშვილის აზრით, სწორედ ამ მოთხოვნების არ გათვალისწინების შედეგი იყო ის, რომ 2022 წელს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

Continue Reading

Previous: ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს
Next: ელისო კილაძის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს მეტსახელ ანიტამდე, ალფა ერქვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025