ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას – პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება – ენტონი ბლინკენი

185
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას – პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “ტვიტერზე” წერს, რითაც ისრაელი-პალესტინას შორის ვითარებას ეხმაურება.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეესკალაცია.

“ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელში მიმდინარე ვითარების შესახებ, მათ შორის ღაზას სექტორიდან გასროლილ სარაკეტო ცეცხლზე, რომლის სამიზნეც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაა. ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ და დაცულად ცხოვრება. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეესკალაცია”, – წერს ენტონი ბლინკენი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება