
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების დასახვა წარმოადგენდა, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული, სოციალური საჭიროებებისა და ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.