Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია

მარშალ პრესი 17/07/2025
mamuka mdinaradze

უკანონო მიგრაცია ძალიან აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, აქაც პირობას ვდებთ, რაც კი ქართულ სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ექნება ბერკეტი და ჩვენ უკანონო მიგრაციას დავიყვანთ მინიმუმამდე,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი-LIVE”.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ უკანონო მიგრანტების განუზომელად დიდმა რაოდენობამ ევროპა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა, საქართველოში კი ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს და მას ექნება ლეგიტიმური რეაქცია.

„იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ვიზუალურადაც კი ხალხზე ცდილობენ ზემოქმედებას, სადღაც ათეული ადამიანი შეიკრიბა და „რა ხდება საქართველოში“ ჯერ ერთი ახერხებენ ამით მანიპულირებას, დღეს არის სოციალური ქსელის ეპოქა და ერთ ვიდეოს გამოაგდებენ სოციალურ ქსელში და ხდება მთელი ვნებათაღელვა. მაგრამ ეს ერთი საკითხია მანიპულაციურად რას აკეთებენ და მეორე საკითხია, ის რეალურად რა ხდება. მართლაც ჩვენ ათასობით უკანონო მიგრანტი გვყავს, ევროპაში ამან ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ესეც ვიცით და ჩვენ ამას საქართველოში არ დავუშვებთ და შემდეგ არ დაიწყონ კიდევ რომ არიქა უცხოელებს დევნითო. უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია, ქართული სახელმწიფოს რეაქცია იქნება ეს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე და კამპანია დაიწყეს სამი დღეა, ეს არის შეკვეთილი
Next: როცა ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი ნარკომომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.