Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა

მარშალ პრესი 16/07/2025
144

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღინიშნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებს, ასევე – სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

მთავრობის მეთაურმა თურქეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა
Next: ერთადერთი მთავარი „კოზირი“ რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება, გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025