IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სვანეთის სპეცოპერაციის დროს დაზარალებული ოჯახის წევრი დოდო აფრასიძე გენერალურ პროკურორს ხვდება.  აფრასიძე მისი შვილის და მეუღლის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

ჩვენი პირველი მოთხოვნა არის დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც დღემდე არაფერს აღიარებენ და კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ. პირველ რიგში, გიორგი ბარამიძე არის და შემდეგ დიდი თანამდებობის პირები, ვინც მაშინ იყვნენ სათავეში. ეს იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია, თავდასხმა ოჯახზე, ეს იყო თავისი ჩადენილი დანაშაულების ჩვენზე გადმობრალება და ამიტომაც მოკლეს ჩემი შვილი, რომ იმას სიმართლე არ ეთქვა. ჩვენ ფული არავისთან გაგვიკეთებია და დამნაშავეები არავის წინაშე ვიყავით“ , – ამბობს აფრასიძე.

სვანეთში 2004 წელს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლის შეკრების შედეგად, შმაგი აფრასიძეს კი 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება