Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბრიუსელმა სავიზო თემით მანიპულირების იარაღი რომ გამოიყენოს, საქართველოს წინააღმდეგ ასამოქმედებელი სხვა იარაღი აღარ დარჩება

მარშალ პრესი 16/07/2025
eka sepashvili

„იმედი მაქვს ბრიუსელში გაიმარჯვებს საღი აზრი, იმიტომ, რომ ვიზების შეჩერების საკითხი არის ფაქტობრივად ბოლო იარაღი, რაც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს სავიზო შეთანხმების გაუქმების გარდა საქართველოზე ზემოქმედების სხვა იარაღი.

ეკა სეფაშვილის თქმით, შანტაჟის ამ იარაღის გარდა, ბრიუსელი მანამდე საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის სხვა ფორმასაც მიმართავდა, მათ შორის კანდიდატის სტატუსს.

„იმედი მაქვს ბრიუსელში გაიმარჯვებს საღი აზრი, იმიტომ, რომ ვიზების შეჩერების საკითხი არის ფაქტობრივად ბოლო იარაღი, რაც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. თავის დროზე, ეს იყო სტატუსის თემა და ის, პირველ ეტაპზე, საკმაოდ წარმატებულადაც გამოიყენეს (მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ მოენიჭებინათ სტატუსი). შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნის თემა. ზემოქმედების ეს იარაღი ჩვენვე ჩავხსენით და ამას მოჰყვა ნოემბერში ძალადობრივი აქციები, რომლებსაც ევროპელმა ბიუროკრატებმა მშვიდობიანი აქციები უწოდეს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების თემა რომც გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ, ზემოქმედების სხვა ბერკეტი ბრიუსელს აღარ ექნება.
„სავიზო თემით მანიპულირების იარაღი რომც გამოიყენონ, ერთი, საქართველოს წინააღმდეგ ასამოქმედებელი სხვა იარაღი აღარ დარჩებათ და მეორე, საკუთარ რეპუტაციას და სამართლებრივ სისტემას გაანადგურებენ. ამიტომ, დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ იმას, რომ ისინი არ გადადგამენ ასეთ მკვეთრ ნაბიჯს, რადგან პირველ რიგში, ეს საქართველოს და ევროკავშირის მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს და არ მგონია მათ ის ტოტი მოჭრან, რომელსაც ეყრდნობიან. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ძალა გლობალურ მსოფლიოში განულებულია – მათი სამართალი და პრინციპები არ მოქმედებს, საკუთარ ღირებულებებს თავად არ იცავენ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი
Next: რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025