Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება და მოსამართლეები არ სჭირდება

მარშალ პრესი 15/07/2025
zaal anjaparidze

კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება, სასამართლო და მოსამართლეები არ სჭირდება და ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ დანაშულისთვის რა ზომის სასჯელია პროპორციული თუ არაპროპორციული,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, წერს სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, კაია კალასისა და ევრობიუროკრატების მიერ შემოთავაზებული სანქციები სწორედ იმიტომ მოიცავს ორ მოსამართლესაც, რომ მოხდეს სხვა მოსამართლეების დაშინებაც.

„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტებს – რამდენიმე დამრჩა ფბ-სამეგობროშიც, ცოტა ხნით საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადონ, და ამ გაქსუებული ევრობიუროკრატის ეს კონკრეტული განცხადება შეაფასონ, გააკეთონ ეს როგორც სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეებმა (თუკი სურთ ასეთები იყვნენ), როგორც ამ ქვეყნის მკვიდრებმა (თუკი საქართველო სამშობლოდ მიაჩნიათ) და შემდეგ თქვან – რასთან გვაქვს საქმე?
კ

აია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება, სასამართლო და მოსამართლეები არ სჭირდება და ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ დანაშულისთვის რა ზომის სასჯელია პროპორციული თუ არაპროპორციული. რატომ უწესებენ სანქციებს ორ მოსამართლეს? იმიტომ რომ სხვები დააშინონ – თუ ჩვენთვის მისაღებ განაჩენებს არ გამოიტანთ, იგივე მოგივათ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ისე, თუ ხვდებით, როგორ “დეპოში” უნდათ შეგვიყვანონ!“,-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ასეთი შეთავაზება მერიისგან არასოდეს ჰქონია თბილისის მოსახლეობას, მაგრამ არ იყენებენ. და თუ კიდევ იქნება მსხვერპლი, ეს მხოლოდ მათივე პასუხისმგებლობით
Next: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოს შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.