Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

მარშალ პრესი 15/07/2025
Capture

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად, ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებას დაესწრო. თავდაცვის მინისტრი ტრადიციულ მსვლელობას შეუერთდა და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიაზე იმყოფებოდა.

ვლაქერნობის დღესასწაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მეუფე გერასიმეს წინამძღოლობით ათეული წლებია იმართება. ამ დღეს ზუგდიდში თავს იყრის მართლმადიდებელი მრევლი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

Continue Reading

Previous: ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა
Next: ასეთი შეთავაზება მერიისგან არასოდეს ჰქონია თბილისის მოსახლეობას, მაგრამ არ იყენებენ. და თუ კიდევ იქნება მსხვერპლი, ეს მხოლოდ მათივე პასუხისმგებლობით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025