Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სომხეთი არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემას

მარშალ პრესი 15/07/2025
nazeli bagdasarian

სომხეთი არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემის საკითხს,- ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელ ბაგდასარიანმა განუცხადა.

„სომხეთი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხს მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის ფარგლებში განიხილავს“,- აცხადებს ბაგდასარიანი.

აღნიშნული განმარტება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ს ელჩმა თურქეთში, თომას ბარაკმა, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ზანგეზურის დერეფანი 100 წლის იჯარით აიღოს მართვაში, რათა ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

„აშშ მზადაა ზანგეზურის დერეფანი 100 წლის იჯარით აიღოს მართვაში, ისინი [აზერბაიჯანი და სომხეთი] 32 კილომეტრიან გზაზე კამათობენ, მაგრამ ეს ხუმრობა არ არის,“-განაცხადა თომას ბარაკმა.

პრესმდივანმა ბაგდასარიანმა, საინფორმაციო სააგენტოსთან უარყო აღნიშნული ინფორმაცია და ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესაძლებლობას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ან საძოვრის დანიშნულების მიზნით იძლევა.

„შესაბამისად აშშ-ის ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტი შეუძლებელია“,-აღნიშნავს ბაგდასარიანი.

Continue Reading

Previous: რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა
Next: როცა კაია კალასი გვაიძულებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მისი ბიზნესმენი მეუღლე ამ დროს, სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025