Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული

მარშალ პრესი 14/07/2025
irakli kobakhidze2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება, – პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა და დაცვა მნიშვნელოვანია, მათ შორის – საკურორტო ზონის სათანადოდ განვითარებისთვის.

„განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას. ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება შესაბამისი სამუშაოები – აღდგება სანაპირო ზოლი. ეს მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის იმისათვის, რომ სათანადოდ განვითარდეს აქ საკურორტო ზონა. პოტენციალი ძალიან დიდია, ძალიან კარგი ჰავაა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. დაგეგმილი სამუშაოები ამ პოტენციალის ათვისებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს გეგმა კონკრეტულად საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და არსებობდეს შესაბამისი ხედვა. ამ მიმართულებითაც დაწყებულია აქტიური მუშაობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1.6 კმ სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც ეროზიული პროცესების ინტენსივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და სანაპიროს მდგრადობას უზრუნველყოფს.

სამუშაოები, რომელთა სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

Continue Reading

Previous: ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება
Next: არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, მოუწიათ გუნდის დატოვება და ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ, ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025