Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან

მარშალ პრესი 14/07/2025
mamuka mdinaradze1

ნოდარ მელაძეს თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებს, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ – რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს – ასეთ გაწიწმატებულ ხალხს, რა თქმა უნდა, გავცემ პასუხს და საღამომდე შევეცდები, გავუგზავნით და გამოვაქვეყნებთ საღამომდე. რაც დაუბრალებიათ ზოგადად „ნაცმედიიდან“, ყველაფერს გავუგზავნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რიჟვაძისთვის მმართველი გუნდიდან კორუფცია და მით უფრო ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი ბრალდებები საზოგადოებას სწორედ ოპოზიციური მედიის მხრიდან ახსოვს.

 

„თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუვალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა და როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც ჩვენ საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს
Next: პასუხს ვერ მცემთ სად მეძებდით და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს ტყუილი და სპეკულაცია იყო – მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ მედიას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025