Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

მარშალ პრესი 14/07/2025
rati ionatamishvili

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო/ოდირის დასკვნასა და ოპოზიციის ლიდერების ამ დასკვნის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ადრე თუ ოპოზიციას ეუთო/ოდირის დასკვნა არაფრად მიაჩნდა, ახლა გადამწყვეტ მნიშვნელობასაც კი ანიჭებს.

„ჩვენ გვახსოვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, არანაირი ფასი არ ჰქონდა და ამ მისიის ხელმძღვანელებს ბულინგით და სიძულვილის ენითაც კი ამკობდნენ. ახლა ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც არის თვითმმართველობის არჩევნებზე.

როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშმა, თუნდაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩაწერა, რომ ეს არჩევნები იყო საუკეთესოდ ორგანიზებული და ასევე ხელისუფლებად მოიხსენია „ქართული ოცნება“, ეს ყველაფერი მიუღებელი გახდა რადიკალური ოპოზიციისთვის. სწორედ ამიტომ, რომ მათთვის მოსაწონი ტექსტები არ ეწერა ამ ანგარიშში, დაიწყეს მისი ლანძღვა, ის ყველაფერი გვახსოვს. პირდაპირი ეთერიდანაც კი გაიყვანეს მაშინ, როდესაც ამ პირების მხრიდან ანგარიში კეთდებოდა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა

Post navigation

Previous: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს
Next: 18 ევრობიუროკრატის სამარცხვინო განცხადება არის პირდაპირი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.